ახალი ამბები მთავარი ციტატა

“კორონავირუსის მეორე ტალღა არ იქნება” – იტალიელი ვირუსოლოგი

კორონავირუსი მუტირებს და სუსტდება, ეს კი ვირუსოლოგებს აძლევს საშუალებას ივარაუდონ, რომ ვირუსის ხელახალი აფეთქება, ე.წ. ,,მეორე ტალღა” არ იქნება. ჩვენ პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს შევადარეთ 100-100 პაციენტის მონაცემები. პირველი ასეული კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალში 1-15 მარტს მოხვდა, ხოლო მეორე ასეული მაისის მეორე ნახევარში. აღმოჩნდა, რომ ვირუსისაგან გამოწვეული დატვირთვა ორგანიზმზე ეპიდემიის საწყის ფაზასთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული.”

მასიმო კლემენტი – იტალიელი ვირუსოლოგი

როგორც იტალიელი ვირუსოლოგი აცხადებს, მისი ლაბორატორიის თანამშრომლები დაინტერესდნენ, რატომ შემცირდა მძიმე შემთხვევების რაოდენობა და გაიზარდა ისეთი პაციენტების რიცხვი, რომელთა მკურნალობაც სახლის პირობებშია შესაძლებელი.

იტვირთბა....