კატარში, ქუვეითში, ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აფეთქებების ხმა გაისმა.
გავრცელებული ცნობით, ბაჰრეინში აფეთქება მოხდა იქ, სადაც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მე-5 ფლოტის შტაბია განთავსებული.
ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადავიდნენ უახლოეს უსაფრთხო ადგილას.
კატარის ოფიციალური პირის თქმით, ორი ირანული რაკეტა განეიტრალდა ქვეყნის საჰაერო სივრცეში. სპარსეთის ყურის ქვეყნებმა საჰაერო სივრცე ჩაკეტეს.

