” დიქტატურები უნდა დასრულდეს! მხარდაჭერა ირანელ ხალხს!“ – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ომის დაწყება არასდროს მახარებს, მაგრამ ირანის ხელისუფლებამ მოიტყუა, მოლაპარაკებები სასაცილოდ აიგდო და რაც ყველაზე მთავარია, საკუთარი ხალხი მოკლა და აწამა. დიქტატურები უნდა დასრულდეს! მხარდაჭერა ირანელ ხალხს!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

