არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აცხადებენ, რომ ირანული რაკეტის განეიტრალების შედეგად ჩამოცვენილი ნამსხვრევებით ერთი ადამიანი დაიღუპა – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს.
არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა „ირანის ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით აშკარა თავდასხმის“ მსხვერპლი გახდა.
როგორც ცნობილია, ნამსხვრევები დასახლებულ ზონაში ჩამოცვივდა და მსხვერპლთან ერთად მატერიალური ზარალი გამოიწვია..

