ახალი ამბები მთავარი ციტატა

“უფლის წყალობით, დღეს ჩვენი მოსისხლე მტრის, ამერიკის დაცემის მომსწრენი ვართ” – ჰოსეინ სალამი

“ისლამური რევოლუცია ზურგში ურტყამს მტრებს, უფლის მადლით ჩვენ დღეს მომსწრენი ვართ ჩვენი მტრების, განსაკუთრებით კი ამერიკის დაცემის. ყველა ის სიმბოლო, რომლითაც აშშ თავის თავს წარმოადგენდა და მსოფლიოსთვის უტყუარ გამოსახულებას აჩვენებდა, იშლება და აშშ-ს სურათი იშლება, რომელიც მთავრობებმა თავიანთვი ქვეყნის სიმბოლოდ შექმნეს.”

ჰოსეინ სალამი – ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი

ამის შესახებ, გენერალმა სალამიმ ოთხშაბათს თეირანში, სამხედროების შეკრებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ირანმა აჩვენა თავისი ძალა ამერიკას ნავთობის ტანკერების ვენესუელაში გაგზავნით.

როგორც სალამიმ აღნიშნა, რომ აშშ-ს ხელისუფლება კორონვირუსთან შეკავებაში უსუსტესი აღმოჩნდა , მან აგრეთვე დასძინა, რომ დღეს ამერიკა ყველაზე მძიმე ეკონომიკურ მდგოამრეობაშიცაა და მთავრობა პანდემიას ვერ აჩერებს.

იტვირთბა....