“საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, კოლეგებო, არავითარი გამონაკლისი პარლამენტის არც ერთ წევრზე არ გავრცელდეს. პირიქით, მოვუწოდებ იმასაც, რომ თუ ვინმე დაარღვევს პირბადის ტარების წესს, პარლამენტის თითოეული წევრი დაჯარიმდეს. თქვენი სულისკვეთებიდან, რაც აქ მოვისმინე, მგონი, ეს მოწოდება უნდა გავაკეთოთ. თუ მიერთდებით, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, არანაირი საგამონაკლისი წესი პარლამენტის წევრებზე, განსაკუთრებით ოპოზიციასთან მიმართებით (ხუმრობით, რა თქმა უნდა) არ დაუშვას.”
ანრი ოხანაშვილი – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პირბადის ტარების წესსზე მსჯელობდნენ.