ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს არჩევნები გამარჯვებულ მხარეს ვერ გამოავლენს…” – დავით ჭიჭინაძე

პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და თვლის, რომ 2020 წლის არჩევნები გამარჯვებულს ვერ გამოავლენს. მისი თქმით, უმრავლესობის ე.წ. მოლაპარაკე ლიდერების მსგავსი განცხადებები, ძალიან დიდ ფასს გადაახდევინებს „ქართულ ოცნებას“.

“ეს არჩევნები გამარჯვებულ მხარეს ვერ გამოავლენს. არცერთი მხარე არ აღიარებს მეორეს გამარჯვებას და იმიტომ. ეს ყოველთვის ასე ხდება, როდესაც გამოკვეთილი მხარდაჭერა არცერთ ძალას არ აქვს”. – აცხადებს ჭიჭინაძე, რომლეიც თვლის, რომ განმუხტვის ნაცვლად, ეს არჩევნები პოლიტიკურ სიტუაციას უფრო დაძაბავს.

„ტრიბუნას“ ლიდერი მაჟორიტარობის თემასაც ეხება. ის თვლის, რომ ოპოზიციის ნაწილმა, რაღაც დოზით, დასათმობად, „ფორა“ მისცა „ქართულ ოცნებას“.

“რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს და იმ ე.წ. გადანაწილების პროცესს, რასაც ახლა ვუყურებთ, დიახ, დიდ ქალაქებში მოგება კანდიდატზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ რაც შეეხება რაიონებს, როგორ შეიძლება ოპოზიციის ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი, ხუთ მერს ებრძოლოს? ან რა რესურსით? რითაც ყველა მოლაპარაკებაზე ხალხის ფაქტორი გამოიცხრილა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა,  რომ ამ მოლაპარაკებებზე თუნდაც ეკონომიკური მდგომარეობა, ან ჯანდაცვა კი  არ იყო მთავარი, არამედ – საკუთარი თავის და ადგილების გარანტირებულად მოწყობა.“ – აცხადებს ჭიჭინაძე.

 

იტვირთბა....