“ოპოზიცია ხარზე მეტად ძროხას უფრო ჰგავს. ეს არის რეალობა, რასაც საზოგადოება ხედავს. რაც შეეხება წითელ ნაჭერს, მზად ვარ, გავაგრძელო წითელი ნაჭრის ფუნქციის შესრულება ოპოზიციისთვის იქედან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანია, ოპოზიციას საკუთარი ადგილი მიეჩინოს. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას საკუთარ ადგილს ქართული საზოგადოება ოქტომბერში მიუჩენს.”
ირაკლი კობახიძე – უმრავლესობის წევრი
აღნიშნულით ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებას გამოეხმაურა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ირაკლი კობახიძე საარჩევნო სიის სათავეში იყოს, ეკა ბესელიამ უპასუხა, “კობახიძე სიის სათავეში? – ეს ისეა, ხარს რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებ.”