aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

კახეთში ბენზინგასამართ სადგურზე ადგილობრივებმა მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში ადგილობრივებმა გზაზე მიტოვებული ახალშობილი იპოვეს.

ადგილობრივებმა ჩვილი სოფლის მიმდებარედ, ბენზინგასამართ სადგურზე შეამჩნიეს, შემდეგ კი პოლიციას შეატობინეს.

ამ ეტაპზე ახალშობილი ბიჭი ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

 

იტვირთბა....