“ბუნებრივია, ის, რომ ასეთ გზავნილს აკეთებენ, ასეთი ტერმინების გამოყენებით, უნდა იყოს სერიოზული სიგნალი თვითონ ივანიშვილისთვის. ჩვენი ინტერესია, რომ ის დროზე მოვიდეს გონს, აღარ გააგრძელოს დესტაბილიზაციის მცდელობები საქართველოს შიგნით. შეეგუოს მშვიდობიანი, თავისუფალი არჩევნების შედეგებს, რაც დასრულდება ხელისუფლებიდან მისი ჩამოცილებით. ეს არის საქართველოს ინტერესები და ამაში საქართველოს ეხმარებიან მეგობრები… ამ ტიპის მიახლოებული შეფასებები იყო „ვარდების რევოლუციის“ წინ, მოკლე მონაკვეთში.”
გიგა ბოკერია – „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი
აღნიშნული გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან აშშ-ის კონგრესმენების მოხსენების შეფასებისას განაცხადა.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში – Report USA, რომელსაც 13 ამერიკელი კონგრესმენი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.