ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე შეერთებულო შტატების მიერ გამოქვეყნებულ უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტს ეხმაურება, რომელშიც საქართველო და კერძოდ ბიძინა ივანიშვილია მოხსენიებული. ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ დღეს ამერიკას თუკი ჩვენთვის არ სცალია, ეს თავის დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. მისი თქმით, გამაოგნებელი და ტანში გამცრელია, თუკი გავიხსენებთ სახელ-გვარებით, უახლოეს წარსულში ვის მიიჩნევდა ამერიკა საფრთხეებად მსოფლიოში.
“ამერიკის საფრთხეების სიაში რომ მოხვდები, კონგრესმენების მიერ შედგენილ გლობალური საფრთხეების ანალიზში – საარაკო რამ არის პირდაპირ. მით უფრო გამაოგნებელი და ტანში გამცრელი, თუ გავიხსენებთ სახელ-გვარებით, უახლოეს წარსულში ვის მიიჩნევდა ამერიკა საფრთხეებად მსოფლიოში. ის, რომ დღეს ამერიკას ჩვენთვის არ სცალია, თავის დამშვიდების საფუძველს არ იძლევა: “დღეს” ძალიან დროებითი და პირობითია” – წერს ხათუნა ლაგაზიძე.
შეგახსენებთ, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში Report USA, რომელსაც 13 ამერიკელი კონგრესმენი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.