ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, COVID-19-ით შექმნილი პანდემიის გამო, მსოფლიოში ეკონომიკის აღდგენას, სულ მცირე, 2 წელი დასჭირდება.
მათივე განცხადებით, ვითარება შეიძლება ბევრად მძიმე აღმოჩნდეს თუ მსოფლიოს პანდემიის მეორე ტალღა დაარტყამს.
საკითხზე, მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ცენტრები, გაერო და ევროკავშირი ერთხმად აცხადებენ, რომ კორონავირუსს თავისი შესაძლებლობები სრულად არ გამოუვლენია და მსოფლიო უარესისთვის უნდა მოემზადოს.