“მე იმიტომ დავუპირისპირდი ივანიშვილს, რომ მე მასში აღმოვაჩინე სერგო ორჯნიკიძე, თან ძალიან მალე ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. სერგო ორჯონიკიძეს უნდოდა კარგი ქართველი ხალხისთვის, ასე ფიქრობდა სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე, ასე უნდოდათ. მას ეგონა, რომ სოციალიზმი გაიმარჯვებდა, ხალხი გაბედნიერდებოდა, ერთ-ერთი ქართველი ხალხი უნდა ყოფილიყო. სერგო ხეებს მაინც არ თხრიდა, არ რგავდა და არ იპარავდა, ოქროს საბადოებს არ ეძებდა. სერგო ორჯონიკიძე თავისი გაგებით, დღევანდელი გაგებით პატიოსანი კაცი მაინც იყო, მაგრამ მტერი იყო ამ ქვეყნის, მოღალატე იყო.”
გუბაზ სანიკიძე – გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი
ამის შესახებ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.