“ცოტა რთულია პროგნოზირება, იმიტომ, რომ ლოგიკას არ მიყვება ხოლმე ქართული ოცნების პოლიტიკა, როდესაც საარჩევნო სიის შედგენა ხდება. ხედვა, როგორი უნდა ყოფილიყო საარჩევნო სია, ეს იყო დამყარებული იმაზე, ვის მეტი გავლენა ჰქონდა, რომ შემოეყვანა თავისი ახლობლები, კურსელები, მეგობრები და ა.შ. ამ კურსელებმა და მეგობრებმა ჩამოაყალიბეს გაურკვეველი დაჯგუფება, რომელიც მე ვფიქრობ, ძალიან დამაზიანებელი იყო პარლამენტისთვის.”
ეკა ბესელია – დამოუკიდებელმა დეპუტატი
ამის შესახებ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
ხოლო, იქნება თუ არა სიის სათავეში ირაკლიკობახიძე, ბესელია აცხადებს, რომ “კობახიძე სიის სათავეში? – ეს ისეა, ხარს რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებ.”