“მეორე ტალღისთვის უნდა მოვემზადოთ, უნდა გავითავისოთ, რომ ვირუსი არ დამთავრებულა. დისტანციური სწავლება გახდა ჩვეულებრივი ატრიბუტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების და არ გამოვრიცხავ, რომ ეს შემოდგომაზე კიდევ გახდეს საჭირო. ამიტომ, ჩვენ უფრო აქტიურად უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის. თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი, როგორიც დღეს გვაქვს – შედარებით მშვიდი, სწავლის გადადების საჭიროება არ დადგება. სექტემბერში სწავლა აღდგება, მაგრამ შესაბამისი წესების დაცვით.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.