ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლომისობის დღესასწაულზე მამაკაცი მოულოდნელად გარდაიცვალა

დღეს, მლეთის მთაზე, სადაც მოქალაქეები ლომისობის დღესასწაულს აღნიშნავენ, უბედური შემთხვევა მოხდა.

ლომისას წმინდა გიორგის ტაძარში მოსალოცად ასული 65 წლის მამაკაცი ტაძრის ეზოში მოულოდნელად  გარდაიცვალა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და ის, სავარაუდოდ, გულის შეტევით დაიღუპა. მის დახმარებას ადგილზე შეეცადნენ, მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი თბილისელის მაცხოვრებელია.

 

იტვირთბა....