მთავარი ციტატა

“ხელისუფლებისთვის 20 ივნისის გახსენება მძიმედ გადასატანია და ასეთ სულელურ კომენტარებს ამიტომ აკეთებენ”

“განცხადება იმის თაობაზე, რომ 20 ივნისს თავებს დაითვლიან, ეს შეიძლება თქვას უთავო ადამიანმა. 20 ივნისი არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალადობის, ანტისახელმწიფოებრიობისა და უსამართლობის დემონსტრირება. მათთვის ეს არის კოშმარი. ამიტომ, 20 ივნისის გახსენება ან რაიმე ფორმით 20 ივნისის აქციის კომენტირება, „ქართული ოცნებისთვის“ მძიმედ გადასატანია და ასეთ სულელურ კომენტარებს ამიტომ აკეთებენ>’

რომან გოცირიძე – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე

აღნიშნულით გოცირიძე ჟურნალისტებთან ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, “200 “ნაციონალის“ შეკრება არაა პრობლემა, იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეულ სოციალურ დისტანციას დაიცავენ, თავებიც შეგვიძლია დავთვალოთ.”

იტვირთბა....