ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეზუგბაიას თქმით, ახალი შემთხვევებიდან ერთი საბურთალოს კლასტერიდანაა, ერთი მედპერსონალია, ორი კი იმპორტირებულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახლი ოტხი შემტხვევიდან ერთი  საბურთალოს კლასტერს უკავშირდება,  ერთი მედპერსონალია, ხოლო ორი მათგანი საკარანტინო სივრციდანაა გადაყვანილები.

ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“4 დადასტურებული შემთხვევიდან 1 არის საბურთალოს კლასტერიდან, ორი არის იმპორტირებული, ანუ შემოტანილი შემთხვევა და 1 არის სამედიცინო პერსონალი. ეს სამედიცინო პერსონალი არ არის ჩვენი ცენტრის და 30 იანვრიდან დღემდე, ანუ მე-5 თვეა ჩვენი ცენტრი რაც კოვიდინფიცირებულ შესაძლო და დადასტურებულ შემთხვევებთან მუშაობს და ჩვენ სამედიცინო პერსონალის ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გვქონია,”- აცხადებს ეზუგბაია.

ეზუგბაიას თქმით, კოვიდცენტრებში  ამ ეტაპზე  119 პაციენტი მკურნალობს.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 822 შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 690-ს შეადგენს.

იტვირთბა....