aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმის თევზის ბაზარში აფეთქება მოხდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმის თევზის ბაზარში აფეთქება მოხდა, შედეგად კი  იქ არსებული თევზის რესტორნის კედლები ჩამოინგრა.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა დილით მოხდა. ადგილზე მოვაჭრეებს რესტორნის ორი კედელი და სახურავი ჩამონგრეული დახვდათ.

დაზიანებულია რესტორანთან მდგომი ერთი ავტომანქანაც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

რესტორნის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მიმდინარეობს გამოძიება.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: “საზოგადოებრივი მაუწყებელი”.

იტვირთბა....