ჩვენ არ გვყავს არც ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ერთი ებრძვის ამ ხელისუფლებას დასამარცხებლად. ჩვენ განწირულები ვართ ურთიერთთანამშრომლობისთვის – ამის შესახებ, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა, “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, ყველაზე უფრო პოზიტიური შედეგის შემთხვევაშიც კი, ენმ-ს დეპუტაცია იქნება დაახლოებით ნახევარი. როგორც ბერძენიშვილი აღნიშნავს: “ენმ ატამანი კი არ არის, არის ყველაზე უფრო მეტი ხმის პოლიტიკური გაერთიანება.”
“ჩვენ ახლა, არ გვყავს არც ერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც არის მთელი ოპოზიციის გამაერთიანებელი, უპირობო ატამანი. ჩვენ არ გვყავს არც ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ერთი ებრძვის ამ ხელისუფლებას დასამარცხებლად. ჩვენ განწირულები ვართ ურთიერთთანამშრომლობისთვის. როგორც ადამიანი იბადება და განწირულია თავისუფლებისთვის, ისე ჩვენ ადამიანთა ჯგუფები 21-ე საუკუნეში ლიბერალურ დემოკრატიაში განწირულები ვართ, რომ შევქმნათ 4-5 სუბიექტიანი კოალიციური მმართველობა. ნებისმიერი მცდელობა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, ისე პროსახელისუფლებო ექსპერტების მხრიდან, ისე გაუთვითცნობიერებელი ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან, რომ საარჩევნო სლოგანად აიღოს, რომ არიქა მიშას დიქტატურა გინდათ, ეს არ არის პრაგმატულად სწორი. გაცვდა, იმიტომ რომ ყველაზე უფრო პოზიტიური შედეგის შემთხვევაშიც კი, ენმ-ს დეპუტაცია იქნება დაახლოებით ნახევარი. ენმ ატამანი კი არ არის, არის ყველაზე უფრო მეტი ხმის პოლიტიკური გაერთიანება. ეს ყველა ჩვენგანის მხრიდან არის აღიარებული განსაკუთრებული კმაყოფილების გარეშე. მე არ ვარ ამით აღფრთოვანებული, მირჩევნია რესპუბლიკური პარტია უფრო მაგარი იყოს,” – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.