“დღეს გვაქვს ასეთი სიტუაცია – ერთ მანდატს ვიყოფთ ხუთი პარტია 7 კაცის მეშვეობით. ერთი კაცია ზედმეტი რომელიღაც. რადგან ერთია ზედმეტი, ამ ერთს ზედმეტად განვიხილავ ჩემს თავს და ჩემს საკითს საერთოდ ვხსნი დღის წესრიგიდან. არ დავაყენებ თბილისში ჩემ კანდიდატურას და 6 ადამიანი 6 მანდატს დასჯერდება, ექვსი ადამიანი დარჩება 6 ადგილის გადასანაწილებლად, არანაირი პრობლემა აღარ იქნება და 20 ივნისს ჩვენ საზოგადოებას უნდა გამოვუცხადოთ, ვინ იქნება ის ექვსი ადამიანი, ვისზეც ოპოზიცია შეთანხმდება. არსად არ დავაყენებ კანდიდატურას.”
ირაკლი ოქრუაშვილი – “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი
აღნიშნული განცხადება ოქრუაშვილმა “კავკასიის” ეთერში გააკეთა.
როგორც ოქრუაშვილი აცხადებს, ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი ფორმულა ოპოზიციის ერთიანობაა და არ უნდა ამ ერთიანობაში განხეთქილება შეიტანოს.