“მოდი ასე გეტყვით, მხოლოდ უკიდურესად ბრიყვმა ადამიანმა შეიძლება შეადაროს 20 ივნისის ამბები იმასთან, რაც დღეს ჩვენს სტრატეგიულ, პარტნიორ ქვეყანაში და მსოფლიოში თავისუფალი ქვეყნის ლიდერ აშშ-ში ხდება. მარტო ბრიყვმა შეიძლება იპოვოს პარალელი, ისეთმა როგორიც არის ღარიბაშვილი. მხოლოდ მავნებელმა შეიძლება ეს რაიმე სახის არგუმენტად გამოიყენოს ჩვენი ქვეყნის შიგნით სამოქალაქო თავისუფლების დათრგუნვისათვის.’
გიგა ბოკერია – ევროპული საქართველოს“ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ცნობისთვის, თავდაცვის მინსიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ “რაც ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება, ყოვლად დაუშვებელია, ყოვლად მიუღებელია ის აგრესია და ვანდალიზმი, რომელიც თან ახლავს ამ არამშვიდობიან, აგრესიულ, ძალადობრივ აქციებს. მისივე განცხადებით, მსგავსი რამ ჩვენ წინა წელს გამოვცადეთ, ივნისის დროს“.