საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი და ჯამში, 15 000 კვ. მ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. ამ დროისთვის, ქუჩის ნაწილზე უკვე დაიგო ასფალტის საფარის ქვედა ფენა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
„ეს ერთ-ერთი დატვირთული ქუჩაა ავტომობილების გადაადგილების კუთხით, რომელიც დაზიანებული იყო. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ფანასკერტელის ქუჩის მოწესრიგება. უახლოეს მომავალში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ტრანსპორტისთვის გადაადგილება კომფორტული გახდება“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
პროექტის განსახორციელებლად საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 350 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს კი, კომპანია „ლ. ენდ ლ“ ასრულებს.