მთავარი ციტატა

“თუ ადამიანს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირბადის ტარება არ შეუძლია, არ დაჯარიმდება”

“მოქალაქეები ვალდებულები არიან, ატარონ პირბადე. აქ, გამონაკლისი არავისზე არ იქნება. რა თქმა უნდა, ადამიანს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ძალუძს პირბადის ტარება, ან პირბადის ტარებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა, თუ ჯანმრთელობის სხვა რაიმე გართულებები, აქ სამართალი ტოვებს სივრცეს იმისათვის, რომ ასეთი პირი არ დაჯარიმდეს. ამისათვის შესაბამისი წესები და რეკომენდაციები, სავარაუდოდ, ამ კვირაშივე შემუშავდება.”

ანრი ოხანაშვილი – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე 

ამის შესახებ ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც კანონპროექტს განიხილავენ.

ამჟამინდელი პროექტის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება. ხოლო, პირბადის გარეშე დახურულ საჯარო სივრცეში მოქალაქის დაშვებისთვის იურიდიული პირი  500 ლარით დაჯარიმდება.

იტვირთბა....