საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 9 ივნისისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში შედარებით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარი ხვალ 2.9805 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 2.9562 ლარი ღირდა.
ასევე, შედარებით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.3599 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.3476 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 9 ვნისს ამოქმედდება.