“სენატორმა განაცხადა, რომ არსებობს მტკიცებულება, რომ ჩინეთი დასავლეთ ქვეყნების საქმიანობის საბოტაჟს აწყობს და ვაქცინის შექმნის მცდელობას აფერხებს, იმედი მაქვს, ის ამ მტკიცებულებას წარმოადგენს. აშშ დიდი ხანია ჩინეთს ცილს სწამებს და ჩირქს სცხებს, ამისგან ყველა დავიღალეთ.”
ჰუა ჩუნინი — ჩინეთის საგარეო სამინისტროს პრესსპიკერი
ცნობისათვის, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ფლორიდის შტატიდან, რიკ სკოტმა, განაცხადა, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც, ჩინეთი ცდილობს დასავლეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა „შეაფერხოს ან ჩაშალოს“.
რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მან ჩინეთი კორონავირუსის ხელოვნურად გავრცელებაში არაერთხელ დაადანაშაულა.