პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს წერს.
როგორც ჩარკვიანი პოსტში ამბობს, მან გიგა ბოკერიას “ათქმევინა” რომ, პრემიერის პოსტი სურს.
ჩარკვიანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“სანამ ტალახის გუნდას გამოისვრის ადამიანი, დაფიქრდეს უნდა ცოტა, რადგან მართალი კაცი სულ გაიწევა, გაცილდება ტალახს (ბუნებრივია) თავისი სიმართლით და მსროლელები აღმოჩნდებიან თავიანთ ტალახთან ერთად ტალახში. აკი ვთქვი: მხოლოდ ნაღდი და გულწრფელი ვიქნები ბოლომდე-თქო, დღეს გამოფხიზლებულებს გაგიმარჯოთ (სჯობს, გვიან, ვიდრე არასდროს)! სანამ არ „ამოვაღერღინე“ თავად ბოკერიას,რომ პრემიერის „სკამი“ სურს თავად (რა დროს თანამდებობებზე საუბარიაო, რომ ამბობდა), მანამდე ვერ თუ არ გაიგო „ზოგიერთმა“, ამიტომ ჩემი რჩევააა მეგობრული: საკუთარი თავის მიხედვით ნუ მსჯელობთ მხოლოდ (აი, თქვენ თავში რა აზრებიც , რა “შესაძლებლობებიც”მოდის) იქნებ, არიან ადამიანები, ვისაც მართლა გულწრფელად სჯერა ამ ქვეყნის მომავლის და არაგულწრფელობისგან და მზაკვრობისგან შორს არიან!!!!სტატუსი ეხება „ზოგიერთ ბრძენს,“ ვისაც სწორი სტრატეგია თაღლითთან გარიგება ჰგონია! თაღლითი თაღლითად რჩება, შენ კი – თაღლითთან გარიგებულად, ანუ სულელად და მოტყუებულად,”- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.