მთავარი ციტატა

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის მოქალაქე შესაძლოა 20-30 ლარით დაჯარიმდეს

 “ჩვენ კომიტეტზე უკვე დავსვამთ საკითხს, რომ პირბადის არტარებისთვის თანხა იყოს არა 50 ლარი, არამედ შევამციროთ ეს, სავარაუდოდ, 20- დან 30 ლარამდე იქნება ეს თანხა დაკორექტირებული. ამის მოტოვაცია გახლავთ ის, რომ არ გვსურს მძიმე ტვირთად დააწვეს ეს საზოგადოებას. ჩვენ ამ კვირაში ვიწყებთ განხილვას, შესაბამისად, შეგვიძლია სამივე მოსმენით მივიღოთ და ამ კვირაშივე ამოქმედდება,”

ანრი ოხანაშვილი – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე 

ამის შესახებ ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამჟამინდელი პროექტის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება. ხოლო, პირბადის გარეშე დახურულ საჯარო სივრცეში მოქალაქის დაშვებისთვის იურიდიული პირი  500 ლარით დაჯარიმდება.

იტვირთბა....