ახალი ამბები მთავარი სამართალი

“კონფლიქტი მოხდა, სცემდნენ და ადამიანი თავს იცავდა”- ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ახალი დეტალები ირკვევა

დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ადასტურებს, რომ დაჭრის ფაქტზე ბრალდებული გიორგი ჭინჭარაული ნამდვილად საკრებულოს დეპუტატია.

როგორც ჯანიაშვილი აცხადებს, გიორგი ჭინჭარაული ფიზიკური ძალადობისგან თავს იცავდა, ხოლო ის შემთხვევის მომენტში ნასვამ მდგომარეობაში არ ყოფილა.

“7 წელი ვიცნობ გიორგი ჭინჭარაულს, ის არის საკრებულოს წევრი. ერთი რამ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არათუ აგრესიული, ის ნასვამ მდგომარეობაშიც კი არასდროს მინახავს.

კონფლიქტი მოხდა, სცემდნენ და ადამიანი თავს იცავდა. დანარჩენს უკვე საგამოძიებო უწყებები დაადგენენ,”- განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

ცნობილია, რომ გიორგი ჭიჭარაულმა ორი თანასოფლელი, ასევე, მათი ნათესავები, ძმები ჭინჭარაულები დაჭრა. ჭრილობა ცივი იარაღით მუცლისა და მკერდის არეში აქვთ მიყენებული. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მომხდარ ფაქტზე ბრალდებული გიორგი ჭინჭარაული დაკავებულია.

 

იტვირთბა....