“თუ ნიღაბი ავადმყოფს უკეთია, ეს გადადების რისკს ძალიან ამცირებს. თუ უკეთია ჯანმრთელ ადამიანს, ეს ამცირებს გადადების რისკს. მაგრამ, თუ უკეთია ორივეს – დაავადებულ და ჯანმრთელ ადამიანსაც, ამას გადაცემის რისკი პრაქტიკულად ნულამდე დაჰყავს. ამიტომაცაა მოთხოვნა ყველა ქვეყანაში, რომ ნიღაბი უნდა ატაროს ყველამ. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ღია სივრცეს, სადაც დისტანციის დაცვა შეგვიძლია.”
პაატა იმნაძე – დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
ამის შესახებ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.