სომხეთის მედიაინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის სამინისტრო საავადმყოფოებს კორონავირუსით დაავადებული ადამიანების მიღებას უკრძალავს.
როგორც „168.ამ“ წერს, ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი კლინიკებს კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების მიღებას უკრძალავს.
შეგახსენებთ, მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება რეანიმაციულ განყოფილებებში ვერ ხერხდება.
თუმცა, როგორც მედია წერს, სომხეთის რამდენიმე რეგიონში სამედიცინო ცენტრების ნაწილი თითქმის ცარიელია, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო მათ არ აძლევს ნებართვას, ინფიცირებულები მიიღონ.
ცნობისთვის, სომხეთში ბოლო პერიოდში ეპიდსიტუაცია უარესდება. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 13 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. თუმცა, როგორც სომხეთის პრემიერი აცხადებს, არაოფიციალურად ქვეყანაში 100 000-ზე მეტი პირია დაინფიცირებული.