ახალი ამბები მთავარი სამართალი

გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” დეპუტატმა თანასოფლელები დაჭრა

“ქართული ოცნების” დეპუტატმა გიორგი ჭინჭარაულმა ცივი იარაღით თანასოფლელები დაჭრა.

ფიზიკური დაპირისპირება დედოფლისწყაროს რაიონის ერთ-ერთ სოფელში, სუფრაზე მოხდა, რა დროსაც გიორგი ჭინჭარაულმა თანასოფლელების წინააღმდეგ ცივი იარაღი გამოიყენა. დაჭრილი ორი მამაკაცი კი თბილისში არიან გადმოყვანილები.

ინფორმაციას ტვ “პირველი” ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მცხოვრები აცხადებს, გიორგი ჭინჭარაული იყო სოფელ გამარჯვების გამგებელი, დღეს კი ის “ქართული ოცნებიდან” საკრებულოს დეპუტატია.

მისი თქმით, ჭინჭარაული ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია და მას გამოძიება არაერთ დანაშაულზე ედავება.

“მას წინასაარჩევნოდ ევალება შავბნელი საქმეები, რომელიც პირდაპირ წარმოადგენს თამაზაშვლების კლანს. ის დაახლოებული პირია თამაზაშვილების ოჯახთან და მას გამოძიება არაერთ დანაშაულთან დაკავშირებთ ედავებოდა. დარწმუნებული ვარ, დღეს თამაზშვილი და ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცდება, მას ამაზე პასუხი არ მოეთხოვოს,”- აცხადებს ადგილობრივი.

არის თუ არა ბრალდებული ნამდვილად “ქართული ოცნების” დეპუტატი, “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში არ უდასტურებენ. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.დანაშაული 7-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....