ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში დღეიდან დახურული ტიპის რესტორნები გაიხსნა

შეზრუდვების მოხსნის მორიგი ეტაპის ფარგლებში, დღეიდან საქართველოში რესტორნები მუშაობას სრული დატვირთვით მუშაობას შეძლებენ.

ღია სივრცის  გარდა დღეიდან რესტორნები დახურული სივრცის გამოყენებასაც შეძლებენ.  ყველა რესტორნისთვის სავალდებულოა შემდეგი მოთხოვნების დაცვა: პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ერთ მაგიდაზე დასაშვებია მაქსიმუმ 6 ადამიანის განთავსება და ა.შ.

მუშაობას ანახლებენ სასტუმროებიც, ოღონც მხოლოდ ის ნაწილი, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და ექნებათ შესაბამისი ნებართვა.

ასევე, დღეიდან გაიხსნა ვალუტის გადაცვლის ჯიხურებიც.

შეგახსენებთ, დღეიდან ამოქმედდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი და გადაადგილებას შეეძლებენ უკვე საქალაქთაშორისო მიკროავტობუსები თუ ავტობუსები. სარკინიგზო გზით მგზავრთა გადაყვანა 8 ივნისიდან კვლავ აკრძალული დარჩება.

 

 

იტვირთბა....