დღეიდან შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპი იწყება – ცვლილება შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, რესტორნებს, სასტუმროებსა და ვალუტის გადაცვლის ჯიხურებს.
დღეიდან ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი და გადაადგილებას შეეძლებენ უკვე საქალაქთაშორისო მიკროავტობუსები თუ ავტობუსები. სარკინიგზო გზით მგზავრთა გადაყვანა 8 ივნისიდან კვლავ აკრძალული დარჩება.
დღეიდან რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმუშაონ. ყველა რესტორნისთვის სავალდებულოა შემდეგი მოთხოვნების დაცვა: პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ერთ მაგიდაზე დასაშვებია მაქსიმუმ 6 ადამიანის განთავსება და ა.შ. ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან.
მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან გაიხსნება სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და ექნებათ შესაბამისი ნებართვა.