რომის პაპმა ფრანცისკემ იტალიელებს კორონავირუსთან მიმართებაში სიფრთხილის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მრევლს პაპმა ტრადიციული ქადაგებისას მიმართა, რომ პირბადეების ტარებისა და სოციალური დისტანციის ზომების შესახებ მთავრობის რეგულაციებს დაემორჩილონ.
„ამ მოედანზე მცირე ოდენობით თქვენი ყოფნა მოწმობს, რომ იტალიამ პანდემიის ყველაზე მწვავე ფაზა გადალახა, მაგრამ ფრთხილად იყავით. ნუ იზეიმებთ გამარჯვებას ნაადრევად. ჩვენ ჯერ კიდევ უნდა დავიცვათ არსებული წესები, რადგან ისინი ვირუსის გამწვავების შესაძლებლობას თავიდან გვარიდებს“, – განაცხადა რომის პაპმა მიმართვისას.