ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სომხეთში შესაძლოა კორონავირუსით 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული – ფაშინიანის ვარაუდი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ქვეყანაში შესაძლოა უკვე 100 000-ზე მეტი კოვიდინფიცირებული იყოს – ამის შესახებ ფაშინიანის მიერ “ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ზოგიერთი ანალიზი გვიჩვენებს, რომ სომხეთში ახლა კორონავირუსით 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ამ დასკვნამდე მივედით ლეტალური შედეგებისა და ინფიცირებულთა დადგენილი რიცხვიდან გამომდინარე“, – წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელში.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ქვეყანაში საავადმყოფოები ვეღარ უმკლავდება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობას. როგორც ფაშინიანი აცხადებს, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ადამიანი უკვე დაიღუპა ისე, რომ საავადმყოფოში მოხვედრა ვერ მოასწრო. მისივე განცხადებით, სომხეთში ამჟამად 200-მდე კორონავირუსის მქონე პაციენტი ჰოსპიტალიზაციაზე საკუთარ რიგს ელოდება.

იტვირთბა....