„ამბობენ, რომ ეს სიცრუეა, რომ კორონავირუსი არ არსებობს და მთავრობა ციფრებს იმიტომ აქვეყნებს,რომ დახმარება მიიღოს. თითქოს ჩვენი ხელისუფლება ასე ხშირად ითხოვდეს დახმარებას საჭიროების გარეშე. რა თქმა უნდა, კორონავირუსის შესახებ ბევრი რამ სულ ცოტა ხნის წინ გავიგეთ, ჩვენთვის უფრო სასარგებლო იქნებოდა, რომ უფრო ადრე გაგვეგო საზოგადოების დამოკიდებულება ვირუსთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ, თუმცა არ მიგვიღწევია ჰუმანიტარული კატასტროფისთვის. შეგვიძლია, ეს ჯოჯოხეთი გავიაროთ ჰუმანიტარული კატასტროფის გარეშე“
ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი
ამის შესახებ სომხეთის პრემიერმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა
ფაშინიანის თქმით, ქვეყანაში საავადმყოფოები ვეღარ უმკლავდება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობას.
როგორც ფაშინიანი აცხადებს, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ადამიანი უკვე დაიღუპა ისე, რომ საავადმყოფოში მოხვედრა ვერ მოასწრო. მისივე განცხადებით, სომხეთში ამჟამად 200-მდე კორონავირუსის მქონე პაციენტი ჰოსპიტალიზაციაზე საკუთარ რიგს ელოდება.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში კორონავირუსის 547 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირებულების დადასტურებული შემთხვევევის რაოდენობა 12 364-ია. სულ გარდაიცვალა 190 ადამიანი.