“ორი პაციენტი გარდაიცვალა იმ მიზეზით, რომ არასაკმარისი ადგილების გამო მათი მოთავსება რეანიმაციაში ვერ მოხერხდა.”
ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთის პრემიერ-მინისტრი
აღნიშნული განცხადება ფაშინიანმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისივე თქმით, ქვეყანაში საავადმყოფოები ვეღარ უმკლავდება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობას.
როგორც ფაშინიანი აცხადებს, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ადამიანი უკვე დაიღუპა ისე, რომ საავადმყოფოში მოხვედრა ვერ მოასწრო. მისივე განცხადებით, სომხეთში ამჟამად 200-მდე კორონავირუსის მქონე პაციენტი ჰოსპიტალიზაციაზე საკუთარ რიგს ელოდება.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში კორონავირუსის 547 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირებულების დადასტურებული შემთხვევევის რაოდენობა 12 364-ია. სულ გარდაიცვალა 190 ადამიანი.