“იმას, რომ შემოთავაზება მაქვს “ლელოსგან”, ნამდვილად გიდასტურებთ, მაგრამ იმავდროულად გიდასტურებთ იმასაც, რომ არამხოლოდ “ლელოსგან”, არამედ, მაგალითად, ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ჯგუფისგან. არჩევანი რამდენიმეა, აქ ყველაზე მთავარი მაინც არის, რომ ხელი შევუწყოთ ახალი ერთობის შექმნას”
ლევან კობერიძე, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი
TV პირველი, “დღის ამბები”
შეგახსენებთ, დღეს 18 საათზე პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებიც მმართველი პარტიიდან სხვადასხვა დროს წარმოვიდნენ, ახალი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციას გამართავენ. რაც შეეხება ლევან კობერიძეს, არსებული ცნობით, იგი ახალი გაერთიანების წევრი არ იქნება.