დღეს 18 საათზე პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებიც მმართველი პარტიიდან სხვადასხვა დროს წარმოვიდნენ, ახალი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციას გამართავენ.
არსებული ცნობით, გაერთიანებას ბექა ნაცვლიშვილი ჩაიბარებს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე, წევრები კი მარიამ ჯაში, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი იქნებიან.
რაც შეეხება ლევან კობერიძეს, არსებული ცნობით, იგი ახალი გაერთიანების წევრი არ იქნება. დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციიდან ახალი პარტიის წევრი არ იქნება ასევე კობა ნარჩემაშვილი.