ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბაგებში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე გურჩიანის ადვოკატი გირაოს შეფარდებას მოითხოვს

თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებული მერაბ ხიდაშელისა და მამუკა გურჩიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.სასამართლო დღეს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე იმსჯელებს.

მამუკა გურჩიანის ადვოკატის, კობა ამბარდნიშვილის განცხადებით, პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.

მამუკა გურჩიანის ადვოკატი დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს დანაშაულს და დღეს დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდოს“ , – განაცხადა კობა ამბარდნიშვილმა.

მეორე ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. პროკურატურა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

შეგახსენებთ, “საქართველოს პროკურატურამ ორი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე მ.გ.-ს ბრალდება 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ხოლო მ.ხ.-ს ჯგუფურად განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარუდგინა.

ბაგებში სროლა 3 ივნისს იყო, ფაქტზე გამოძიება, 117-ე  და 236-ე მუხლებით დაიწყო. რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იტვირთბა....