aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სროლა ბაგებში – დაჭრილია რამდენიმე ადამიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ცოტა ხნის წინ ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან სროლა იყო. წინასწარი ინფორმაციით, სროლის შედეგად ორი ადამიანია დაჭრილი და ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი.

ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ჯერ-ჯერობით უცნობია სხვა დეტალები. თუმცა, მოქალაქეების ცნობით, სროლის ხმა რამდენიმე წუთის განმავლობაში ისმოდა.

როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ჟურნალისტებთან ყვება, შემთხვევის ადგილზე ნაცრისფერი BMW-ს ტიპის ავტომობილი დაინახა, სადაც რამდენიმე კაცი ჩაჯდა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ, შემდგომ ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია.

შსს დეტალებზე არ საუბრობს. ფაქტზე გამოძიება, 117-ე  და 236-ე მუხლებით დაიწყო. რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იტვირთბა....