ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში ახალი კორონავირუსის 766 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი უკვე 13 130-ს აღწევს.
ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 4014 ადამიანი, მათგან 294 – ბოლო 24 საათის განმავლობაში.
სომხეთში კორონავირუსის 200 ფატალური შემთხვევა ფიქსირდება.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ქვეყანაში საავადმყოფოები ვეღარ უმკლავდება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობას. როგორც ფაშინიანი აცხადებს, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ადამიანი უკვე დაიღუპა ისე, რომ საავადმყოფოში მოხვედრა ვერ მოასწრო. მისივე განცხადებით, სომხეთში ამჟამად 200-მდე კორონავირუსის მქონე პაციენტი ჰოსპიტალიზაციაზე საკუთარ რიგს ელოდება.