„ახალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან ვაკეში საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მისი დაყენების საკითხი განიხილება.
„ვინც უმჯობესი იქნება, რომ წავიდეს მაჟორიტარულ ოლქში, ის წავა”, – ამის შესახებ ვაშაძემ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.
„განიხილება ეს საკითხი. მე ყოველთვის მომხრე ვარ, რომ დავსხდეთ და მშვიდად, წყანარად გადავწყვიტოთ დიდი გაერთიანების ინტერესებიდან გამომდინარე. „ნაციონალურმა მოძრაობამ” თავისი 2 ოლქი თქვა და სხვა ოლქებში კანდიდატებს ვიხილავთ. ვინც უმჯობესი იქნება, რომ წავიდეს მაჟორიტარულ ოლქში, ის წავა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძის თქმთ, ოპოზიციაში მორიგი შეხვედრა ჯერჯერობით არ დაგეგმილა.