„მეორე ტალღა, გარკვეული ალბათობით, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ვირუსი ჩვენს გარშემოა და თავს გვახსენებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსის რისკები არ შემცირებულა, ის კვლავ მაღალია და ის, რაც წესია, უნდა დავიცვათ… მეზობელ ქვეყნებში შემთხვევების რაოდენობა დრამატულად იმატებს და არის წუხილი, თუ როგორ გაუმკლავდება ჯანდაცვის სისტემა და, ზოგადად, საზოგადოება ამგვარ მატებას.როცა გამოსავალი უკვე ახლოს არის და ეს პოზიტიური გამოსავალი რეალური და ხელშესახებია, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური ფონიც ნაკლებად დატვირთული ხდება“
თამარ გაბუნია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
“პირველი არხი”, „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“