“ბატონ მელიას გუშინდელი ბრიფინგი ამ ერთი არაკორექტული დეტალის მიღმა, ვგულისხმობ ოლქების დასახლებას, საერთო ჯამში იმ ამოცანისთვის, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას, არა პოლიტიკური პარტიების, არამედ ქვეყნის, არის კარგი ნაბიჯი. ახლა, იმედია ეს შესრულდება, დანარჩენი პოლიტიკური ძირითადი მოთამაშეებიც მალე, დღეების განმავლობაში, შეთანხმდებიან კონკრეტულ გვარებზე.”
გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს” ლიდერი
აღნიშნული განცხადება ბოკერიამ “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.