“საკმაოდ საინტერესო პროცესები იქნება, გავერთობით, კინო აწი იწყება. ჩემი მოლოდინი არის ის, რომ პარლამენტში საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს ამ საარჩევნო სისტემის ცვლილებას, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყნისთვის, არსებული პოლიტიკური მდგომარეობისთვის. მგონია, რომ ჩვენ, ყველა მოვახერხებთ საარჩევნო სისტემის ცვლილებას და არჩევნები ჩატარდება იმ შემოთავაზებული სისტემით, რაზეც მოხდა შეთანხება.”
კახა კალაძე – თბილისის მერი
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. რითაც უპასუხა კითხვას: ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ საერთო კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით და იმის შესახებ, რომ ისინი ვერ თანხმდებიან.