aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მთავრობაში ვიქნები, მთავრობის ხელმძღვანელი თუ ფერმერი, მე ჩემს გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებ”- გიორგი გახარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიას განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის თანამდებობიდან წასვლას აპირებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამის შესახებ პრემიერმა იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგნელებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა,

ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა “გავრილოვის ღამიდან” ერთი წლის გასვლის შემდეგ ისევ პრემიერის პოსტზე, გახარია პასუხობს, რომ 20 ივნისს ის იგივე თანამდებობაზე  იქნება.

“ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა აქვს, ვის მიერ და რა მიზნით არის გავრცელებული ეს ინფორმაცია. მე მინდა თქვენ მადლობა გითრხათ იმისთვის, რომ იმუნიტეტი შემიძინეთ, რადგან არანაირი რეაქცია აღარ მაქვს.

საბოლოო ჯამში, პერსონალურად ჩემთვის, არანაირი მნიშვნელობა აქვს, სად ვიქნები – მთავრობაში ვიქნები, მთავრობის ხელმძღვანელი ვიქნები თუ ფერმერი ვიქნები, მე ჩემს გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებ.

დღეს რაცაა უკიდურესად მნიშვნეოვანი და პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმიით, რასაც ვაკეთებ და საიდანაც ვაკეთებ. ამიტომ გპასუხობთ, რომ 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია,  რომ გიორგი გახარია პრემიერის პოსტს დატოვებს და მის ადგილას  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნება.

 

იტვირთბა....