ვარაკეთილში, შუამთის ქუჩის 24 ნომერში, სადაც სამართალდამცავები სპეცოპერაციას ატარებენ, ახალი დეტალები ირკვევა.
ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 45 წლამდე მამაკაცმა სროლა რეგისტრირებული იარაღიდან განახორციელა. ხოლო, ინციდენტს წინ შვილებთან კონფლიქტი უძღოდა, რამაც მამაკაცის გაღიზიანება გამოიწვია.
ადგილზე საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძეც იმყოფება. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე საკუთარ ბინაშია ჩაკეტილი და სამართალდამცავები მასთან სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებთ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
“მამაკაცი ჩაკეტილია საცხოვრებელ ბინაში პირველ სართულზე. ის ალკოჰოლის მიღების დროს არაადეკვატურია. ის ისვრის რეგისტრირებული არაღიდან, ვინაიდან მონადირეა. მას ინციდენტი ჰქონდა ბავშვებთან და ამიტომ ეს გახდა არაადეკვატური და რამდენჯერმე გაისროლა,”- აცხადებს ვაჟა სირაძე.
მისივე თქმით, მამაკაცის ოჯახის წევრები უსაფრთოდ იმყოფებიან.
ადგილზე მობილიზებულია დამატებითი ეკიპაჟი და სპეცტექნიკა.
იხილეთ ტვ “პირველის” ვიდეოკადრები.