თანამგზავრიდან გადაიღეს ფოტოები, სადაც კარგად ჩანს, თუ რა ხდება ნორილსკის თბოელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ აღნიშნულ რეგიონში, რომლის დროსაც ათასობით კვადრატულ კილომეტრზე ტონობით ნავთობპროდუქტი დაიღვარა.
ავარიის გამო სერიოზული ეკოლოგიური კატასტრიფის წინაშე დადგა რუსეთის ჩრდილოეთ რეგიონი. ნავთობპროდუქტების გაჟონვა მოხდა მიმდებარე ტბებსა და მდინარეებში. ადგილობრივი მთავრობა ამ ეტაპზე ვერ უმკლავდება კატასტროფის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრას. ნორისლკის ოლქში გამოხცადებულია საგანგებო მდომარეობა.
“ახლა უკვე კოსმოსიდან ჩინეთის კედელთან ერთად ნორილსკის დაღვრილი ნავთობიც მოჩანს” – წერენ რუსეთის მოქალაქეები სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, მიმდინარე წლის 29 მაისს, რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ნორილსკში, რომელიც ტაიმირის ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარეობს, თბოელექტროსადგურზე ავარია მოხდა, რის დროსაც, ბოლო მონაცემებით, ათობით ტონა დიზელის საწვავის გაჟონვა მოხდა და 200 ათასი კვადრატული კილომეტრი მოიცვა.